ხშირი კითხვები
პროექტონის შესახებ
პროექტონი არის სივრცე და სერვისი, რომელიც საშუალებას გაძლევს, შენი მომავალი სივრცე მშენებლობამდე რეალურ, 1:1 მასშტაბში ნახო, შეაფასო და შეცვალო.
შეგიძლია სივრცეში გაიარო, დააკვირდე ოთახების ზომებს, ტიხრებს, გასასვლელებსა და დაგეგმარებას და, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ვარიანტი განიხილო.
მარტივად რომ ვთქვათ: პროექტონი გეხმარება, შენი დაგეგმილი სივრცე ჯერ ნახო და შეაფასო და მხოლოდ ამის შემდეგ ააშენო/გაარემონტო.
თუ ბინას ან სახლს ვაკეთებ
თუ ბინა ჯერ არ არის აშენებული ან მისი დაგეგმარების შეცვლა ჯერ კიდევ შესაძლებელია, პროექტონი დაგეხმარება გაიგო, რამდენად კომფორტულია სივრცე.
მაგალითად, შეგიძლია წინასწარ შეაფასო:
სად დადგება დივანი;
სად იქნება სასადილო მაგიდა;
დაეტევა თუ არა სამუშაო მაგიდა;
როგორია სამზარეულოს სივრცე;
რამდენად მოსახერხებელია გადაადგილება;
ტიხარი სწორ ადგილას არის თუ არა.
ხშირი კითხვები
აირჩიე პაკეტი მთავარ გვერდზე ან მოგვწერე კონტაქტის გვერდიდან.
ბიზნესისთვის მთავარი კითხვა
პროექტონი არქიტექტორს არ ანაცვლებს.
არქიტექტორი ქმნის პროექტს, ხოლო პროექტონი გაძლევს შესაძლებლობას, ეს პროექტი რეალურ მასშტაბში შეაფასო.
ეს განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როცა პროექტში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობს მფლობელი, არქიტექტორი, ინჟინერი, დიზაინერი.
ყველა ერთსა და იმავე სივრცეს ხედავს და კონკრეტულ საკითხებზე საუბრობს.
სპეციალისტებისთვის
არა.
პროექტონის სერვისი შეიძლება საინტერესო იყოს არქიტექტორებისთვის, ინჟინრებისთვის, დეველოპერებისთვის, სამშენებლო კომპანიებისთვის, დიზაინერებისთვის და კერძო დამკვეთებისთვის.
VR-ის შესახებ
VR, ანუ ვირტუალური რეალობა, საშუალებას გაძლევს სივრცე ვირტუალურ გარემოში აღიქვა.
პროექტონში ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს სივრცის მოცულობის, პროპორციების, სიმაღლის, დიზაინისა და ავეჯის განლაგების უკეთ აღსაქმელად.
გადაწყვეტილებების მიღებაზე
არა.
პროექტონი არ გეუბნება, როგორი უნდა იყოს შენი სახლი, რესტორანი ან ოფისი.
ის გაძლევს შესაძლებლობას, გადაწყვეტილება უკეთ დაინახო, შეაფასო და სხვადასხვა ვარიანტი შეადარო.
საბოლოო გადაწყვეტილებას იღებ შენ, შესაბამის სპეციალისტებთან ერთად.
როგორია პროცესი?
პირველ ეტაპზე ხდება პროექტის განხილვა
ყველაზე მარტივი ახსნა
„პროექტონი არის ადგილი, სადაც შენს მომავალ სახლს, ოფისს, რესტორანს, სასტუმროს ან სხვა სივრცეს აშენებამდე რეალურ ზომებში ნახავ და შეამოწმებ.“

